ამბროლაური — ქალაქი
საქართველოში,
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია
რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი
იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა
1966 წელს. მოსახლეობა 2,5 ათასი (
2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ამბროლაურში არის
ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.